logo
ENG



თბილისში დაჭრილმა პოლონელმა ტურისტმა კლინიკა დატოვა

10 ივლ 202112:07
3 წუთის საკითხავი
clock 1822
2021/07/10/6u38i9l94hh6kgn.jpg

თბილისში დაჭრილმა პოლონელმა ტურისტმა, იაცეკ კოლანკიევიჩიმ კლინიკა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვრცელებს.

ადმინისტრაციის განცხადებით, ტურისტი სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში, ახლადგახსნილ სასტუმრო ბიოგრაფიში გაივლის.

"საქართველოში პირველად ჩამოვედი, მე Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი. ბევრი ადამიანი მიკავშირდებოდა, ეკითხებოდნენ ექიმს ჩემს მდგომარეობას და თანადგომას მიცხადებდნენ და ვფიქრობ სწორედ ეს ხალხია საქართველო. დღეს უკვე კარგად ვარ", - აცხადებს იაცეკ კოლანკიევიჩი.

პოლონელი მოგზაური ხეთაგუროვის ქუჩაზე 5 ივლისს დაჭრეს, როცა თბილისში ღირსების მარშის ჩასაშლელად ძალადობრივი კონტრაქცია გაიმართა. იმ დღეს არაერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ აგრესიულად განწყობილი პირები მათ გარეგნობის გამო დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელი იმავე დღეს დააკავა. უწყებაში ამბობენ, რომ ტურისტზე თავდასხმას კონტრაქციასთან კავშირი არ აქვს.


close დახურვა