საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 13 ივლისს გამოსცა.
ახლადდანიშნული გიორგი თევდორაშვილი 2019 წელს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.