პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პურზე ფასს 10 თეთრით მოუმატებენ.
მალხაზ დოლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პურზე ფასის მატების მიზეზი სუბსიდირების დასრულება გახდა. ტომარა ფქვილზე გაზრდილი ფასის გამო კომპანიებს მოუწიათ ფასის კორექტირება.
მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, არაა გამორიცხული, რომ მარკეტებში პურის ფასი 10 თეთრზე მეტით იყოს გაზრდილი.
„სუბსიდირება დასრულდა ამ თვის პირველ რიცხვში. კომპანიები, გამომდინარე ფქვილის ღირებულებიდან, დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი წისქვილებიდან 61-62 ლარია, იძულებულები გახდნენ, კორექტირება შეეტანათ ზოგიერთ ასორტიმენტზე.
ჩვენ მოვუმატეთ 10 თეთრი, მაგრამ პასუხისმგებელი არ ვარ იმაზე, მაღაზიები როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში. იცით ფასების ლიბერალიზაციაა და ზოგმა შეიძლება თავისი შეხედულებით შეიძლება ცოტა მეტიც დაადოს, რაც ვთვლი, რომ მათი მხრიდან ამ ეტაპზე არასწორი იქნება. თუმცა არ არის გამორიცხული", - აცხადებს მალხაზ დოლიძე.