logo
ENG



"გადაკვეთეს წითელი ხაზი" - პრემიერმა კრიტიკული არხები ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია

17 ივლ 202116:02
3 წუთის საკითხავი
 
"გადაკვეთეს წითელი ხაზი" - პრემიერმა კრიტიკული არხები ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კრიტიკულმა არხებმა - ფორმულამ, მთავარმა არხმა და TV პირველმა "ყველანაირი წითელი ხაზი" გადაკვეთეს. ამ მიზეზით პრემიერმა სამი ტელეკომპანია ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია. 

დღეს ღარიბაშვილი Army City-ს პროექტის დასათვალიერებლად მივიდა. განცხადება კი მან მხოლოდ რუსთავი 2-ის, იმედის, POSTV-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფები იყვნენ. 

"მთავარ არხს, TV პირველსა და ფორმულას არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ მთავარმა არხმა, TV პირველმა და ფორმულამ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერმინისტრის წინააღმდეგ", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პასუხში. 

ირაკლი ღარიბაშვილი პირველი არაა მმართველი გუნდიდან, ვინც მედიას ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, რომ კრიტიკულ არხებთან კომენტარებს აღარ გააკეთებენ. 

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის დროს ჟურნალისტების დაშავებასა და ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე მედიის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. სწორედ ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით  საპროტესტო აქციებს აწყობენ. 


close დახურვა