logo
ENG



კალაშნიკოვა: ოლიმპიადაზე მოვხვდი, თუმცა ვერ მივდივარ, საქართველომ განაცხადი არ გაგზავნა

18 ივლ 202100:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/18/igp7bqeatb86j7r.jpg

ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას ინფორმაციით, ის ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა, თუმცა იმის გამო, რომ ქვეყნიდან განაცხადი არ გაიგზავნა, მონაწილეობას ვერ მიიღებს. განცხადება სპორტსმენმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა. 

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც გაიგებ, რომ ტოკიო 2020-ის ოლიმპიადაზე მოხვდი, თუმცა ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაიგზავნა. ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობაში ჩემი ოცნება იყო, ახლა მხოლოდ ტირილი მინდა", - წერს ოკსანა კალაშნიკოვა.


close დახურვა