ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. საქმე ეხება ღარიბაშვილის განცხადებას, როდესაც მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ თითქოს წინა ხელისუფლების სასამართლოზე, ამერიკისგან და ევროპისგან კრიტიკა არ მოუსმენია.
ამერიკელი დიპლომატი Twitter-ზე წერს, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოს წინა ხელისუფლების სასამართლო სისტემის მიმართ აშშ-ის მხრიდან კრიტიკის რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს.
Not true. Look at the Human Rights Report — there was always criticism of the UNM-era judiciary. Take 2011: “false, politically motivated charges,“ “Abuse of prisoners by govt officials,” “judicial authorities continued to act in favor of the ruling party” https://t.co/n4NZVxAZDZ
"ეს სიმართლე არაა. შეხედეთ ადამიანის უფლებების მოხსენებას - იქ ყოველთვის იყო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ეპოქის სასამართლოზე. გაითვალისწინეთ 2011 წელი - "ტყუილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები", "პატიმრების სასტიკი მოპყრობა ოფიციალური პირების მიერ", "სასამართლო ხელისუფლებამ განაგრძო ქმედება მმართველი პარტიის სასარგებლოდ". ეს მაგალითების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც სააკაშვილის სასამართლო სისტემის კრიტიკას ეხებოდა. ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ისეთი ლიდერის საშიშროება, რომელიც იგონებს საკუთარ ფაქტებს და გაურბის სიმართლეს", - წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი.
Those are just a few examples of US criticism of Saakashvili’s judiciary. Georgians should know the truth. We Americans know the danger of a leader who makes up his own facts rather than face the truth.