შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.
სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
გომელაურმა 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს.
პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები იმოქმედებს, მიზეზად კი "შესაძლო პროვოკაციების პრევენციას" ასახელებენ.
"18 ივლისს, "საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - აცხადებენ საკანონმდებლო ორგანოში.