logo
ENG

ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩასულ 2 სამხრეთაფრიკელ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

18 ივლ 202121:42
3 წუთის საკითხავი
clock 146
2021/07/18/b1e0rhgc7edg27p.jpg

სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების 2 ფეხბურთელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდათ.

სპორტსმენებამდე ვირუსი დაუდასტურდა ნაკრების ვიდეოანალიტიკოსს მარიო მაშას. 

ფეხბურთელები ტაბისო მონიენი და კამოჰელო მალაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ბრიტანეთის ოლიმპიურმა ასოციაციამ განაცხადა, რომ მათი წარმომადგენლებიდან ექვსი ათლეტი და ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა, როგორც დადასტურებულ შემთხვევათა ახლო კონტაქტები.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს აიღებს სტარტს და 8 აგვისტომდე გაგრძელდება. 

ოლიმპიადა 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა იაპონიაში არსებული კოვიდვითარების გამო 2021 წლამდე გადაიდო.

ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩატარდება - მიზეზი იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობაა.

close დახურვა