
თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, ქალს საკეისრო კვეთა 36-ე კვირაზე ჩაუტარდა. ის კლინიკაში კორონავირუსის გართულებული ფორმებით შეიყვანეს. ოპერაციის შემდეგ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლევან რატიანის ინფორმაციით, ახალშობილი რეანიმაციულ განყოფილებაშია. ის თავდაპირველად მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება აღარააა.