logo
ENG



თბილისში ქვეითს ავტობუსი დაეჯახა - დაშავებულს ფეხის ამპუტირება დასჭირდა

19 ივლ 202113:23
3 წუთის საკითხავი
clock 4108
თბილისში ქვეითს ავტობუსი დაეჯახა - დაშავებულს ფეხის ამპუტირება დასჭირდა

თბილისში, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ქვეითს ავტობუსი დაეჯახა. ქალს ფეხის ამპუტირება დასჭირდა.

როგორც სასწრაფო დახმარების პრესსამახურში აცხადებენ, დაშავებული ქალი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.

კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი მათთან შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კი ამპუტირება ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა