logo
ENG



აჭარის პოლიციის უფროსი: ესებუას მივხედავთ, როცა საჭირო იქნება

19 ივლ 202115:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/19/86tdjj9vpn6wikz.jpg

აჭარის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ამბობს, რომ ბადრი ესებუას მაშინ მიხედავენ, "როცა საჭირო იქნება".

"ესებუას მივხედავთ, როცა საჭირო იქნება მაშინ", - განუცხადა გალდავამ TV პირველს.

ჟურნალისტის კითხვას - როდის იქნება საჭირო, გალდავამ უპასუხა: "როგორც კი ვიპოვით".

გასული წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი - ბადრი ესებუა შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.


close დახურვა