logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: დარწმუნებული ვარ, მამა გიორგი მამალაძეს დააბრალეს პატრიარქის მკვლელობა

20 ივლ 202109:48
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა "დააბრალეს".

"მოძღვარს, მამა გიორგი მამალაძეს დააბრალეს, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დააბრალეს, მაგრამ იქ რაღაც სხვა ფაქტორებიც იყო. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამოგარჩიონ და შენ დაგაბრალონ პატრიარქის მკვლელობა. რაღაც უნდა გააკეთო ყველა არ გამოდგება ასეთი ბრალდებისთვის, რომ მას უნდა მოეკლა პატრიარქი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. სისულელე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე დაიწყო ლაპარაკი, ციანიდის საქმეზე და იყო ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა", - თქვა მიტროპოლიტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ "ეკლესიაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო".

"აქედან დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ეკლესიაზე, სისულელეების ლაპარაკი. გამოაცხადეს პატრიარქის მკვლელობა... წმინდა სინოდის სხდომაზე მე პირადად მოვახსენე მღვდელმთავრებს ეს გამოცოხადებული სიკვდილის ქრონიკა. მე ყველას ვუთხარი, რომ ჩვენ გამოგვიცხადეს პატრიარქის სიკვდილი", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. მას 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. დეკანოზი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს.


close დახურვა