logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ოცნება გორის მერობის კანდიდატად მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილს წარადგენს

21 ივლ 202117:12
3 წუთის საკითხავი
clock 7073

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნება გორის მერობის კანდიდატად თავისუფალი სტილით მოჭიდავეს, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს წარადგენს.

წყაროს ცნობით, ხინჩეგაშვილის კანდიდატურაზე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს და მას მხარი დაუჭირეს. 

ლადო ხინჩეგაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში, მის კოლეგის ზურაბ დათუნაშვილის ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძეს მხარდამჭერ აქციაზე მოექცა, როდესაც ძალადობის გამართლება სცადა:

"ჭიდაობაც ძალადობაა, რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე იმას ქულას მე ვერ ავუღებ", – აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.

ხინჩეგაშვილი სამგზის ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონია. ის, მის შესაძლო გორის მერობის კანდიდატობაზე ფორმულას ზარებს არ პასუხობს.


close დახურვა