logo
ENG



დაწინაურებული პოლიციელი

22 ივლ 202119:56
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილის ძმის ნათლული დააწინაურეს. ქუჩებში აქტივისტების დევნით გამორჩეული პოლიციელი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. გოგა მემანიშვილი ქუჩაში იმ ხალხს დასდევს, ვინც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს განსაკუთრებით არ უყვარს.

გარდა ამისა, ივანიშვილების ახლობელი 5 ივლისს სირცხვილიას ოფისში მოძალადეებისთვის დერეფანი უზრუნველყო და მეორედ შეიყვანა შენობაში. მემანიშვილის კარიერულ წინსვლას საფუძველი გავრილოვის ღამეს ჩაეყარა. სწორედ 2019 წლიდან მიამაგრა ხელისუფლებამ პოლიციელი განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანებს. 


close დახურვა