logo
ENG



ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირება

23 ივლ 202111:51
3 წუთის საკითხავი
clock 680
ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირება

გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატების იდეას ევროპული საქართველო მხარს უჭერს და ფიქრობს, რომ მხოლოდ ოპოზიციის კოორდინირებას შეუძლია მოქმედი მმართველი ძალის დამარცხება.

ჟურნალისტების კითხვაზე, უჭერს თუ არა ევროპული საქართველო თბილისის მერის კანდიდატურაზე ნიკა მელიას მხარს, ბოკერია აცხადებს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებების ბოლო ფაზა მიმდინარეობს.

ევროპული საქართველოს ინიციატივა იყო და, არა მარტო ამ არჩევნებზე, რომ აუცილებელი იყო და არის ამ ვითარებაში, ამხელა საფრთხის წინაშე ივანიშვილის რეჟიმის სახით კოორდინირება დემოკრატიულ ოპოზიციას შორის, რაც გულისხმობს თბილსიში და თბილისის გარეთ, საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში შეჯერებულ მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს და ზოგ შემთხვევაში მაჟორიტარებსაც. მე მოხარული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაგვიანდა ეს პროცესი, ჯობია გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან და არასდროს და ჩვენ ვართ ბოლო ფაზაში აი ამ მოლაპარაკებების", - აცხადებს გიგა ბოკერია.

ფორმულას ინფორმაციით, კვირის ბოლოს თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენენ. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდნენ.

ასევე, ფორმულას ინფორმაციით, კონსულტაციები დაწყებულია საკრებულოს თავმჯდომარის და ვიცე-მერის თანამდებობებზე კანდიდატების წარსადგენადაც, რაზეც ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე მოიაზრებიან. 


close დახურვა