logo
ENG



ზუგდიდში კაცი მოკლეს, მისი შვილი კი დაჭრეს

23 ივლ 202112:37
3 წუთის საკითხავი
clock 1428

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე 65 წლის კაცი მოკლეს, მისი შვილი კი დაჭრეს. მამა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, შვილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა

კლინიკის ექიმის თქმით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია უტარდება.

"დილის საათებში შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მუცლის ღრუში, ავადმყოფი მაშინვე გავიყვანეთ საოპერაციო ბლოკში და მას ამ წუთებში უტარდება ოპერაცია. შემოყვანისას ავადმყოფის მდგომარეობა იყო მძიმე. იყო კონტაქტური, თუმცა გამოხატული იყო შოკის კლინიკური სურათი", - თქვა კლინიკის ექიმმა, სულხან ორჟანიამ

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა