logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, მელიასა და ხოშტარიას კანდიდატებად დღეს წარადგენენ

23 ივლ 202112:46
3 წუთის საკითხავი
clock 2016

ნაციონალური მოძრაობა და რამდენიმე ოპოზიციური პარტია თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღეს წარადგენს.

ფორმულას ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობისთვის ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ელენე ხოშტარია იბრძოლებს.

ასევე ფორმულას ინფორმაციით, კანდიდატების წარდგენა არასტანდარტულ ფორმატში წარიმართება. ღონისძიებას მხოლოდ კანდიდატები დაესწრებიან - მიწვეული არ იქნება არც მედია და არც სტუმრები.

როგორც ცნობილია, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს მხარს უჭერს გირჩი - მეტი თავისუფლება. ფორმულას ინფორმაციით, სწორედ ზურა ჯაფარიძის კანდიდატურა განიხილება ვიცე-მერის თანამდებობაზე. ზურა ჯაფარიძე პრეზენტაციას ვერ დაესწრება, რადგან მას რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ჩვენი კანდიდატი ვინც იქნება, ფეხბურთსაც კარგად თამაშობს. რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კალაძე არის დამარცხებული, ვინაიდან ოთხი წელია, არაფერი გაუკეთებია", - ამბობს რომან გოცირიძე.

როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს არ ექნება სტრატეგია აღმაშენებლის მხარდაჭერა. ჯერ კიდევ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლელო.


close დახურვა