logo
ENG



ტიკარაძე ადასტურებს, რომ პორტალზე Pfizer-ის 154 ათასი დოზა შეცდომითაა აღნიშნული

23 ივლ 202114:13
3 წუთის საკითხავი
clock 4665
2021/07/23/74m6or3iysnzhmc.jpg

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ ვაქცინის დაჯავშნის პორტალზე Pfizer-ის 150 ათასზე მეტი თავისუფალი დოზის ჩვენება შეცდომაა. როგორც მინისტრმა თქვა, შეცდომასთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურებს უნდა ჰკითხოს. 

"რა თქმა უნდა, შეცდომაა, რადგან არ გამოგვიტანია არანაირი დოზები და გამოტანილია 12 ათასი დოზა მეორე რეგისტრაციისთვის", - აღნიშნა მინისტრმა. 

დღეს, 23 ივლისს booking.moh.gov.ge-ზე Pfizer-ის მეორე დოზები გახდა ხელმისაწვდომი. პორტალზე კი მითითებულია, რომ მოქალაქეებისთვის Pfizer-ის 154 ათასზე მეტი დოზა არის ხელმისაწვდომი. 

 


close დახურვა