logo
ENG



ლიეტუვის ნაჩუქარი ასტრაზენეკას 15 ათასი დოზა საქართველოშია

24 ივლ 202110:13
3 წუთის საკითხავი
clock 441
საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო ასტრაზენეკას 15 ათასი დოზა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა.

ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.

ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი.

"ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი, ასტრაზენეკას ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!" - წერს ტვიტერზე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. 
 
23 ივლისს, გვიან ღამით საქართველოში აშშ-ს მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა ჩამოვიდა. 

close დახურვა