logo
ENG



ძალადობრივი პლაფტოფმა ალტ-ინფოს წევრები აისას დამფუძნებელს ემუქრებიან

25 ივლ 202118:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/25/w2uxjjdkseqfjio.jpg

აიისას დამფუძნებლის ანანია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ​ძალადობრივი და პუტინისტური პლატფორმა ალტ-ინფო ტელეგრამ არხზე მის წინააღმდეგ თავდასხმას აორგანიზებს.

გაჩეჩილაძე Facebook-ზე წერს, რომ ალტ-ინფო თანამოაზრეებს მის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებს. გაჩეჩილაძე აგრეთვე შესაბამისი მიმოწერის სქრინებს ასაჯაროებს, სადაც პლატფორმის წევრები მის ადგილმდებარეობასაც კი ავრცელებენ. 

"ალტ-ინფოს ფეიჯს დავთაგავდი მაგრამ აღარ აქვთ. ესაა 5-6 ივლისის ძალადობის გაგრძელება და მანამდე დაწყებული 10-წლიანი ჯოჯოხეთის შედეგი. სადმე არ შემხვდეთ მართლა, ლომი ვარ და ტურების ღრენის არ მეშინია. 2013 წლის 17 მაისის პერიოდის ფოტო რომ მოუძებნია, კი, 17 წლის არასრულწლოვანი ვიყავი მაშინ და კი, ცისარტყელას გულსაკიდი მეკეთა", - წერს გაჩეჩილაძე. 

როგორც მან ფორმულას განუცხადა, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დღესვე მიმართავს. 

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 


close დახურვა