logo
ENG



მთავარი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ ემუქრებიან, ის შსს-ში გამოიკითხა

27 ივლ 202110:18
3 წუთის საკითხავი
clock 1775

მთავარი არხის ჟურნალისტი თათია წოწონავა მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით შსს-ში გამოიკითხა.

წოწონავა ამბობს, რომ სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკში" გამოქვეყნდა მისი ვიდეო, რომელსაც მუქარის შემცველი წარწერა აქვს. 

მან საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა.

"ჩემი ჩართვიდან ვიდეოა მოჭრილი, რომელიც ასევე გაზიარებული აქვს ალტ-ინფოს და ამის შემდეგ კონკრეტულ მომხმარებელს მოჭრილი აქვს ეს ვიდეო წარწერით: "ამ ჟურნალისტს შუაზე ავჩეხავდი", ჯერჯერობით ვიდეოს ავტორი იდენტიფიცირებული არ არის", - ამბობს ჟურნალისტი თათია წოწონავა

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.


close დახურვა