logo
ENG



გამყრელიძე: ქვეშტამის, "დელტა+"-ის 2 შემთხვევა დავაფიქსირეთ

27 ივლ 202112:04
3 წუთის საკითხავი
clock 1705
გამყრელიძე: ქვეშტამის, "დელტა+"-ის 2 შემთხვევა დავაფიქსირეთ
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველოში დაფიქსირდა "დელტა+"-ის 2 შემთხვევა, რაც ე.წ. ინდური შტამის, "დელტას" ქვეშტამია. იგი ამით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, კორონავირუსის "ქართული შტამის" არსებობაზე.

"არავითარი ქართული შტამი არაა. ესაა ჩვეულებრივი "დელტა" და ჰქვია "დელტა+", ესაა ქვეშტამი. მოგეხსენებათ, ეს ვირუსები ხშირ მუტაციას განიცდიან. გაშიფრულია და ჩვენთან "დელტა+"-ის 2 შემთხვევა გვაქვს. დაახლოებით 40-50%-მდე ჩაანაცვლა "ალფა" შტამი "დელტამ", - თქვა გამყრელიძემ.

27 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1335 პაციენტი.

ამ დროისთვის, აცრილია 418 398 ადამიანი, მათგან ორჯერადად აცრილია -
142 254, ბოლო 24 საათში კი 13 884 პირი აიცრა. 

 


close დახურვა