logo
ENG



კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან

27 ივლ 202117:48
3 წუთის საკითხავი
 

კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან და შეურაცხყოფას აყენებენ. ისინი მთავრობის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე კიდევ უფრო აქტიურდებიან და იმეორებენ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიულ გზავნილებს.

ერთ-ერთი ბოლო ინცინდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა. ფორმულასურნალისტს, ნინო ვარძელაშვილსა და ადგილზე მყოფ სხვა მედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მუშაობის დროს ხელი შეუშალა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა კაცმა.

იგი მანქანით მიუახლოვდა ჟურნალისტებს და მათ უთხრა, რომ მუშაობენ "ფეიქ ტელევიზიებში". ის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ფორმულას ჟურნალისტის მიმართ.

"მანქანა გაჩერდა გზის მეორე მხარეს, ჩამოწია ფანჯარა, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგივე მანქანა დატრიალდა და ჩამოვიდა უსაფრთხოების სამსახურის პარკინგზე. გადმოვიდა და დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას", - ყვება ფორმულას ჟურნალისტი, ნინო ვარძელაშვილი. 

ეს აგრესორი დავით ბაძგარაძეა. მას ფეისბუქგვერდზე გაზიარებული აქვს "ალტ-ინფოს" მხარდამჭერი პოსტები და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის, ლევან ვასაძის, პარტიის ლოგო აქვს დატანილი საკუთარ ფოტოებზე.

ეს არ იყო მუშაობის პროცესში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის პირველი შემთხვევა. დღესვე, ტვ პირველის ჟურნალისტთან მივიდა კაცი და შეურაცხყოფა მიაყენა.  

მანამდე, მთავარი არხის ჟურნალისტსა და ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი კაპანაძეს ინტერვიუს ჩაწერის დროს საცხოვრებელი კორპუსიდან წყალი გადაასხეს. იქვე მყოფმა პირმა რეპორტიორს უთხრა, რომ მისი საქციელით, "ალბათ იმსახურებდა, ასე მომხდარიყო". 

 


close დახურვა