შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის დაკარგული მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.
"უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შსს-ს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური.
გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება", - წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მეგობრის თქმით, ბოლოს, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკნენ, მას თავს ესხმოდნენ, ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა.