logo
ENG



სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

01 აგვ 202113:16
3 წუთის საკითხავი
clock 1433
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ივლისს, 18:00 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

უწყება აცხადებს, რომ ცეცხლი მიემართებოდა მანქანას, რომელსაც საკვები გადაჰქონდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, მანქანა სერიოზულად დაზიანდა. 

თავის მხრივ, სომხეთის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა ისროლა აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით და დაჭრა აზერბაიჯანელი სამხედროები. 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის მხრიდან​ ერასხის დასახლებასთან სროლის შესახებ 14 ივლისსაც განაცხადა და თქვა, რომ შედეგად სომეხი ჯარისკაცები დაიღუპნენ.  

სომხეთ-აზერბაიჯანის გეღარქუნიქისა და ქალბაჯარის საზღვარზე 26-28 ივლისს შეტაკებები მიმდინარეობდა. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებდნენ. 28 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო, თუმცა, 29 ივლისს კვლავ დაირღვა. 

2020 წლის 27 სექტემბრიდან 8 ნოემბრამდე მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობდა. 8 ნოემბერს აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა მთიან ყარაბაღში სტრატეგიულ ქალაქზე, შუშაზე კონტროლი დაამყარეს. გარდა ამისა, მანამდე მათ კონტროლი დაამყარეს რამდენიმე ქალაქსა და სოფელზე.

მოგვიანებით, 10 ნოემბერს, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.


close დახურვა