logo
ENG



თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

01 აგვ 202121:45
3 წუთის საკითხავი
clock 1281
2021/08/01/xlxbb300um0ndgg.jpg

თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თურქეთის კურორტებზე ხანძრებს მე-5 დღეა, ებრძვიან. ოპერაციაში ქვეყნის მასშტაბით 600-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. ადგილებიდან ტურისტებისა და ადგილობრივების ევაკუაცია განხორციელდა.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი, შესაძლოა, განზრახ გაჩენილიც იყოს.  დამნაშავეების პოვნის და დასჯის პირობა დადო რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა. ქვეყნის პრეზიდენტი სტიქიის ზონაში ჩავიდა და დაზარალებულებს შეხვდა.

ერდოღანმა ხუთი - ანტალიის, ადანის, მერსინის, მუგლასა და ოსმანის - რეგიონი  სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება გამოყოფს 50 მლნ-მდე ლირას (6 მლნ დოლარს) ხანძრისგან გამოწვეული ზარალის აღმოსაფხვრელად. 

თურქეთს დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა უკრაინამ, აზერბაიჯანმა და რუსეთმა. დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს საქართველომ და საბერძნეთმა.


close დახურვა