logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, რთველის სუბსიდირება წელსაც მოხდება

02 აგვ 202111:39
3 წუთის საკითხავი
clock 1989
ღარიბაშვილის თქმით, რთველის სუბსიდირება წელსაც მოხდება

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება რთველის სუბსიდირებას წელსაც მოახდენს - 1 კგ რქაწითელის ღირებულება იქნება არანაკლებ 0.90 ლარისა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს გადამუშავდა 52 200 ტონა ყურძენი, ხოლო 2020 წელს - 283 ათასი ტონა ყურძენი.

"ლევან დავითაშვილმა შეაფასა ქვეყანაში არსებული სიტუაცია, წელს ყურძნის ჭარბ მოსავალს ველოდებით, დაახლოებით 300 ათას ტონას და ჩვენი ინფორმაციით, აშკარაა, რომ ღვინის კომპანიების მხრიდან თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაიკლებს ჭარბი მოსავლის გამო, რომელიც წინა წლებშიც ჰქონდათ. მათ, შეიძლება, გაუჭირდეთ დაბინავება-რეალიზაცია და სწორედ ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენ წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება. 1 კგ რქაწითელი ეღირება არანაკლებ 0. 90 ლარისა, აქედან კომპანიები სახელმწიფოსგან დამატებით მიიღებს 0,35 ლარს, ანუ რეალურად, მოსახელობა მიიღებს ამ დანამატს და ჯამში, მინიმუმ 0.90 ლარი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი". - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ბოლო 8 წელიწადში ქვეყანაში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ვენახი გაშენდა, რაც ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. 

"2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ღვინის კომპანიების რაოდენობა ქვეყანაში იყო 39. 2020 წელს 350 ღვინის კომპანიაა, ამაში შედის ღვინის მარნები, მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიები. მთლიანობაში, კახეთის რეგიონისთვის, მეღვინეობიდან გამომდინარე 2012 წელს იყო 35 მილიონი ლარი, 2020 წელს აღნიშნული შემოსავალი 323 მილიონამდე გაიზარდა. 323 მილიონი შევიდა კახეთის რეგიონში, მხოლოდ ყურძნისგან. ეს არის რეალურად შედეგი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და განსხვავებას მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს საკუთარ ჯიბეზეც". - თქვა მან.


close დახურვა