logo
ENG



IRI-ს კვლევით, 60% ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად აშშ-ს მიიჩნევს, 56% კი EU-ს

02 აგვ 202118:25
3 წუთის საკითხავი
clock 1154
2021/08/02/7m255r6ksdh3k66.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 60%-ს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნია, 56%-ს კი - ევროკავშირი.

კვლევის თანახმად, ევროკავშირისა და აშშ-ის შემდეგ არიან უკრაინა (32%) და აზერბაიჯანი (15%), მეხუთე ადგილს კი რუსეთი იკავებს (11%).

  • თურქეთი - 10%
  • სომხეთი - 5%
  • ჩინეთი - 4%
  • ირანი - 1%

3%-ს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის არცერთი ქვეყანა არ არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, 4%-ს კი პასუხი არ აქვს/არ იცის.

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის. ის წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. 

ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია. 

 


close დახურვა