logo
ENG



რუსეთში სპექტაკლებს პუტინის "ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან" შესაბამისობაზე შეამოწმებენ

03 აგვ 202111:11
3 წუთის საკითხავი
clock 837
რუსეთში სპექტაკლებს პუტინის "ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან" შესაბამისობაზე შეამოწმებენ

რუსეთში კულტურის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო თეატრების რეპერტუარებს "ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან" შესაბამისობაზე შეამოწმებენ, რომელიც პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა.

საბჭოს თავმჯდომარის, მიხაილ ლერმონტოვის თქმით, დოკუმენტი მოიცავს უზარმაზარ მონაკვეთს "სულიერი, მორალური და პატრიოტული ღირებულებების შენარჩუნების შესახებ". მან არ დააკონკრეტა სად იქნება გადაგზავნილი დასკვნა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას. ლერმონტოვმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ საკუთარ თავზე "საზოგადოებრივი მაკონტროლებლის" ფუნქცია უნდა აიღოს.

ივლისის ბოლოს საგამოძიებო კომიტეტმა თეატრ სოვრემენიკის დადგმის - პირველი პურის შემოწმება დაიწყო, რომელშიც მსახიობი ლია ახეჯაკოვა მონაწილეობს. კომიტეტის განცხადებით, საზოგადოების ნეგატიური რეაქცია გამოწვეულია იმით, რომ "მსახიობები სპექტაკლებში იყენებენ არ მხოლოდ არანორმატიულ ლექსიკას, არამედ სამამულო ომის ვეტერანებს შეურაცხყოფას აყენებენ". მანამდე ორგანიზაცია რუსეთის ოფიცრებმა სპექტაკლის შემოწმების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა, ხოლო პროკრემლისტურმა მოძრაობა SERB-მა ჩვენების ჩაშლა სცადა.


close დახურვა