საჯარო სკოლების დირექტორების ნაწილს 2014 წელს დადებული ხელშეკრულების ვადა 2020 წელს ამოეწურათ. როგორც ამბობენ აპოლიტიკურ დირექტორებს, რომლებიც არ აპირებდნენ პოლიტიკური დავალებების შესრულებას, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსიც შეუჩერეს. ისინი პასუხს რესურსცენტრებიდან და განათლების სამინისტროსგან ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საარჩევნოდ ზეწოლაზე საუბრობენ და ია კერზაიას შემთხვევას იხსენებენ, რომელმაც ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლო და ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა. ხელისუფლების მხრიდან განათლების სისტემის ტერორზე საუბრობს ია კერზაიას შვილიც და ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ რესურსის საარჩევნოდ გამოყენება სურს.
სკოლის დირექტორები ფიქრობენ, რომ პოსტიდან გათავისუფლება მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება
03 აგვ 202117:18
3 წუთის საკითხავი