logo
ENG



ბათუმის ბულვარი: ჩაერთეთ საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში, თავი აარიდეთ ჯგუფურ შეკრებას

06 აგვ 202115:08
3 წუთის საკითხავი
clock 1097
2021/08/06/tmxdh9rjvy092d7.jpg

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარში სეირნობის დროს დასაცავ წესებსა და რეკომენდაციებს ავრცელებს. 

გარდა ამისა, ბულვარი ადმინისტრაცია სტუმრებსა და დამსვენებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენაც მოუწოდებს. 

"დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში გამოიყენეთ პირბადე. თავი აარიდეთ ჯგუფურ შეკრებას. მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია. ჩაერთეთ საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში", - წერია ინფორმაციაში. 

საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში 41 907 ტესტი ჩატარდა. ბოლო 24 საათში 19 067 აცრა გაკეთდა, ორჯერადად აცრილია 182 915 ადამიანი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.05% ხოლო 7 დღის - 8.98%.


close დახურვა