logo
ENG



მერია: ფერდის ჩამოშლის გამო, ლორთქიფანიძის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება

12 აგვ 202123:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/12/e7hrjskgl6b6y9q.jpeg

თბილისის მერიის ინფორმაციით, ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება.

აღნიშნული კორპუსი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა.

მერიაში ამბობენ, რომ ადგილობრივებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

"პირველადი მონაცემებით, დაახლოებით, 90-მდე ოჯახი ცხოვრობს კორპუსში, ვარკვევთ რამდენი ოჯახია ადგილზე. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფრის მობილიზებას, რომ აღნიშნული კორპუსის მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერავინ ვერაფრის მშენებლობას ვერ გააგრძელებს. სამშენებლო პროცესი დაკავშირებული იქნება მხოლოდ ფერდის გამაგრებასთან და კორპუსის გამაგრება თუ იქნება საჭირო, მაგასაც გავაკეთებთ", - თქვა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

მერიის ცნობით, დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს და შემდგომი გადაწყვეტილებები საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული.

ლორთქიფანიძის ქუჩაზე მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ეკიპაჟებიც.


close დახურვა