logo
ENG



ბელარუსის კგბ-სა და საქართველოს სუს-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ძალაში შევიდა

14 აგვ 202117:02
3 წუთის საკითხავი
 
სუს-ის მაშინდელი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ბელარუსის კგბ-ის თავმჯდომარე, ვალერი ვაკულჩიკი ხელს აწერენ შეთანხმებას. 25/08/2016

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და ქართულ სუს-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ამოქმედდა. 

შეთანხმება 2016 წლის 25 აგვისტოს გაფორმდა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი სუს-ის მაშინდელმა უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა მოაწერა. 

5-წლიანი პროცედურული დაზუსტებების შემდეგ კი, 2021 წლის 1-ლი აგვისტოდან, შეთანხმება ძალაში შევიდა. 

დოკუმენტი ოფიციალურად 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე. 

დოკუმენტის მიხედვით, მისი მიზანია მხარეებს  შორის  მჭიდრო  თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.  


close დახურვა