logo
ENG



"არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას" - რ2-ს კიდევ ერთი ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე ტოვებს

17 აგვ 202113:08
3 წუთის საკითხავი
 
"არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას" - რ2-ს კიდევ ერთი ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე ტოვებს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კიდევ ერთი ჟურნალისტი და წამყვანი, თეონა ცხომელიძე ტოვებს. იგი ტელევიზიის დატოვების შესახებ ფეისბუქის გვერდზე საჯარო პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რომ არ ეთანხმება არხის სარედაქციო პოლიტიკას, რაც მისივე თქმით, ბოლო დროს შეიცვალა. 

"როცა ამ პროფესიაში ხარ, მართალი უნდა იყო სამთან: მაყურებელთან, შენს რესპონდენტებთან და საკუთარ თავთან. დანარჩენი - მეგობრობა, პირადი ურთერთობები, პოლიტიკოსები (როცა ისინი რესპონდენტები არ არიან) მენეჯმენტიც კი ან უმუშევრად დარჩენით გამოწვეული პრობლემები მეორეხარისხოვანია. მივდივარ “რუსთავი 2”-დან, რადგან ვეღარ ვხედავ ჩემს  თავს ამ არხზე.

არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და რომელიც მაყურებლისთვისაც საგრძნობია. 17 წელი ცოტა არაა პროფესიაში, კარგად რომ გაარჩიო სწორი და არასწორი. მივდივარ სახლში,  წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს და მადლობა ყველას, ვინც   აქამდე მომცა შესაძლებლობა როგორც წამყვანს, რეპორტიორსა და პროდიუსერს ისე გამეკეთებინა ჩემი საქმე, როგორც სწორად მიმაჩნდა -  მომეყოლა ყველაფერი და ზუსტად ისე როგორც იყო", - წერს ის.

12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა და წამყვანმა გურამ როგავამ რუსთავი 2 დატოვა და სექტემბრიდან ფორმულას გუნდს უერთდება. როგავა Facebook-ზე წერს, რომ ის საკუთარ თავს რუსთავი 2-ზე ვეღარ ხედავს და ცვლილებების დროა. 


close დახურვა