logo
ENG



"შავზმეიკიანი პარკი გვიჭირავს ყველას" - ინეზა კოპალეიშვილი კლინიკაში გატარებული 33 დღის შემდეგ

17 აგვ 202121:15
3 წუთის საკითხავი
 

რეანიმაციაში გატარებული 33 დღის შემდეგ კოვიდინფიცირებული ინეზა კოპალეიშვილი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. გადაცემა კომენტარის ეთერში, ინეზა ყვება, რომ თვითონაც აპირებდა ვაქცინის გაკეთებას, თუმცა წინა დღით შეუძლოთ გახდა და კლინიკაში მოხვდა.

"გთხოვთ ყველას, თავი ხელში ავიყვანოთ, რა, განვეწყოთ იმისთვის, რომ ხელის მკლავზე გაკეთება კი არ არის აცრა, წამალია ხალხნო, რომლის მეტი გზა არ გვაქვს ჩვენ. წამალს გეუბნებიან გაიკეთეო, ექიმმა სხვა რა გითხრას? სხვანაირად რანაირად გადმოგცეს? ერთი იმედი გვაქვს, რომ ჩავებღაუჭოთ მაგას და ყველა რო ვიქნები დაცული, რაღაც პროცენტები ხო მოგვემატება სიცოცხლის? ერთი წამია ჩვენი ცხოვრება. ამ დაავადებას ეგ აქვს, წამში შეიძლება გაიაროს თრომბმა და დამთავრებულია. შავიზმეიკიანი პარკი გვიჭირავს ყველას, გაიგეთ ხალხნო. ყველაფერს მიმართეთ, რომ რაღაცით დავიცვათ თავი. ყველას გემუდარებით, მოთოკეთ ნერვები, არ გვინდა ეს ქეიფები. ტრაგედია გვაქვს უკვე, რა... ჩვენ გამოგვიყვანეს აქეთ, მაგრამ ისეთი დამძაბველი სიტუაციაა. მოჰყავთ და მოჰყავთ [ხალხი] უმძიმეს მდგომარეობაში. მაგათაც ვერ მოასწრეს აცრა. იქნებ რას შვება ეს აცრა? მოსინჯეთ ვინმემ? წამალია... რომ ეუბნები ექიმს, წამალს არ გავიკეთებ, ნემსს არ გავიკეთებ, რანაირად მოგარჩინოს", - ამბობს ინეზა კოპალეიშვილი.


close დახურვა