logo
ENG



ბუჩუკური: ჩვენი პარტიის მხარდამჭერს იარაღი ჩაუდეს და დააკავეს

18 აგვ 202114:33
3 წუთის საკითხავი
 
ბუჩუკური: ჩვენი პარტიის მხარდამჭერს იარაღი ჩაუდეს და დააკავეს

პარტია საქართველოს წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მათი პარტიის მხარდამჭერს იარაღი ჩაუდეს და პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. ბრიფინგზე ბუჩუკური დეტალურად ყვება აკაკი ბართაიას დაკავების ქრონოლოგიას.

"იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაია, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში. ეს მოხდა 16 აგვისტოს. საქმის მასალები ადვოკატისთვის ცნობილი გახდა გუშინ საღამოს", - ამბობს ბუჩუკური.

როგორც ის ყვება, ბართაია სურამში პოლიტიკური საქმიანობისთვის მიემგზავრებოდა, რა დროსაც მცხეთაში პოლიციამ გააჩერა და მანქანიდან გადაიყვანა.

"მისი მონაწილეობით ავტომობილის ჩხრეკამდე ის ჩასვეს ე.წ. ტაქსიში, რეალურად კი პოლიციის შენიღბულ მანქანაში, სადაც გაჩერების მიზეზად ისევ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაუსახელეს. ამ პერიოდში მეორე მანქანა ჩადგა ამ ტაქსსა და აკაკის მანქანას შორის, იმგვარად რომ მთლიანად დაფარა მისი მანქანის ხილვადობა. შემდეგ კი გადმოიყვანეს ტაქსიდან, მიიყვანეს მის კუთვნილ მანქანასთან და მოსთხოვეს საბარგულის გახსნა, სადაც მას ედო სამგზავრო ჩემოდანი, რომელიც მეუღლემ გამგზავრებამდე ჩაულაგა. პოლიციელებმა გახსნეს ჩემოდანი და ამოიღეს იარაღი", - ამბობს ბუჩუკური. მისივე თქმით, გამომძიებლებმა ბართაიასგან ძალის გამოყენებით აიღეს ბიოლოგიური მასალა, რა დროსაც მან დაზიანებაც მიიღო.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. 17 აგვისტოს კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ მათ სუს-ის თანამშრომლები დაყვებიან

ქემოკლიძის თქმით, თელავსა და გურჯაანში საარჩევნო შეხვედრების დროს გიორგი გახარიას ავტომობილს მანქანებით მიყვებოდნენ და აკვირდებოდნენ, ვის ხვდება ყოფილი პრემიერმინისტრი


close დახურვა