logo
ENG



საქართველოში სიღარიბისა და უმუშევრობის დონე იმატებს

19 აგვ 202118:58
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. ამ მხრივაც სტატისტიკაში ანტირეკორდია - მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოცენობამ 66 ათასით მოიმატა და ახლა  600 ათასს აჭარბებს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ფაქტობრივად ყოველი მე-6 ადამიანი ღატაკია, ან ფულად შემწეობას სახელმწიფოსგან იღებს.

ამ სტატისტიკის მიღმა სურთი კიდევ უფრო მძიმეა, რადგან მნიშვნელოვნად იზრდება მათი რიცხვიც, ვინც დახმარებას ითხოვს, მაგრამ ვერ იღებს. გაიზარდა უმუშევრობაც - ამ ფონზე კი წინასაარჩევნო პოპულიზმის გარდა, მთავრობისგან სპეციალისტები ქმედითს არაფერს ელოდებიან. 


close დახურვა