logo
ENG



ანგარიშის თანახმად, თალიბებმა წინა ხელისუფლების წარმომადგნლების დევნა დაიწყეს

20 აგვ 202109:23
3 წუთის საკითხავი
clock 1072
ანგარიშის თანახმად, თალიბებმა წინა ხელისუფლების წარმომადგნლების დევნა დაიწყეს
EPA

თალიბებმა ავღანეთში იმ ადამიანების ძებნა დაიწყეს, ვინც წინა ხელისუფლებაზე მუშაობდა ან NATO-სა და აშშ-ს სამხედროებთან თანამშრომლობდა. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-მა ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელიც გლობალური ანალიზის ნორვეგიულმა ცენტრმა (RHIPTO) მოამზადა.

"თალიბებმა გაააქტიურეს დაცემული ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების დევნა, წარუმატებლობის შემთხვევაში კი სამიზნე მათი ოჯახის წევრები ხდებიან. თალიბები აკავებენ მათ და სჯიან შარიათის კანონების საკუთარი ინტერპრეტაციის შესაბამისად... განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან პირები, რომლებსაც არმიაში, პოლიციაში ან საგამოძიებო ორგანოებში წამყვანი პოზიციები ეკავათ", - ნათქვამია ანგარიშში.

RHIPTO-ს განცხადებით, რომელიც დამოუკიდებელ სადაზვერვო შეფასებებს აკეთებს, ავღანეთზე ანგარიში უკვე გადასცეს სააგენტოებსა და ცალკეულ პირებს, რომლებიც გაეროსთან მუშაობენ.

ქაბულის დაკავების შემდეგ თალიბები ცდილობენ დაარწმუნონ საერთშორისო საზოგადოება, რომ შურისძიება არ იქნება და სახელმწიფო მოხელეებისთვის "საყოველთაო ამნისტიას" გამოაცხადებენ.

Deutche Welle-ს ინფორმაციით, თალიბები ჟურნალისტებსაც ეძებენ. 19 აგვისტოს დაჯგუფების წევრებმა DW-ს ჟურნალისტის ერთი ახლობელი მოკლეს, ხოლო მეორე მძიმედ დაჭრეს. როგორც გამოცემა წერს, თალიბები უშუალოდ ჟურნალისტს ეძებდნენ, რომელიც ამ დროისთვის უკვე გერმანიაში იმყოფება.


close დახურვა