logo
ENG



ლანჩხუთის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან ლია მუხაშავრია იქნება

20 აგვ 202117:37
3 წუთის საკითხავი
 

ლანჩხუთის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას წევრი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია იქნება. ის დღეს წარადგინეს. 

მუხაშავრიამ ამომრჩევლებს საკუთარი გეგმები და პროგრამა გააცნო. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის სოფლებში უამრავი პრობლემაა, მათ შორის ინფრასტრუქტურული და წყალმომარაგების.  

"ძალიან მინდა ამ ქალაქს შეეტყოს ოდნავ მაინც განსხვავებული მართვის სტილი და პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება, როდესაც მერი იქნება ქალი დ ის იქნება ამ ქალაქის გულშემატკივარი და შეეცდება ამ ქალაქში ცხოვრება ასატანი და უკეთესი გახდეს", - ამბობს მუხაშავრია. 

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატების ნაწილი ცნობილია. თბილისში მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის კი - ელენე ხოშტარია. 

რაც შეეხება რეგიონებს, ფოთში - გიგი უგულავა იქნება, ბათუმში - კი გიორგი კირთაძე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა