logo
ENG



სუეცის არხში დაბრუნდა გიგანტური გემი, რომელიც იქ მარტში გაიჭედა

21 აგვ 202115:08
3 წუთის საკითხავი
 
სუეცის არხში დაბრუნდა გიგანტური გემი, რომელიც იქ მარტში გაიჭედა
Reuters

გიგანტური გადამზიდავი გემი Ever Given, რომელიც მარტში სუეცის არხში გაიჭედა, არხში დაბრუნდა და გზა წარმატებით გაიარა.

სუეცის არხის ადმინისტრაციის (SCA) განცხადებით, პარასკევს Ever Given გემების კონვოისთან ერთად ხმელთაშუა ზღვიდან წითელი ზღვისკენ გადაადგილდებოდა. 193-კილომეტრიან გზაზე გიგანტურ გემს ორი საბუქსირე ნავი და უფროსი გიდები გაყვნენ.

23 მარტს 400-მეტრიანი გიგანტური გემი ძლიერი ქარის გამო გზიდან გადავიდა და არხში გაიჭედა. გემი ექვსი დღის განმავლობაში ვერ გამოიყვანეს, რამაც ასობით გემს შეუქმნა გადაადგილების პრობლემა და სერიოზული დარტყმა მიაყენა მსოფლიო ვაჭრობას. გემის გამოყვანის ოპერაციის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა.

SCA-მ გემის მფლობელი იაპონური კომპანიისგან კომპენსაცია მოითხოვა, რომელიც მოიცავდა სამაშველო სამუშაოებს, არხის ნაპირების დაზიანებასა და სხვა დანაკარგებს.


close დახურვა