logo
ENG



მალაიზიის ახალი პრემიერი ოპოზიციას კორონავირუსთან ბრძოლაში თანამშრომლობას სთავაზობს

22 აგვ 202117:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/22/kd402fqs0o6efcb.jpg

მალაიზიის ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა ოპოზიციის ლიდერებს შესთავაზა, რომ იყვნენ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული საბჭოს წევრები და შეუერთდნენ სპეციალურ Covid-19 კომიტეტს, რომელიც ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო გეგმებზე მუშაობს.

ისმაილ საბრი იაკობის თქმით, მას სურს ქვეყანაში სტაბილურობას შეუწყოს ხელი ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ. იაკობი ბოლო 18 თვეში მალაიზიის მე-3 პრემიერმინისტრია.

„მესმის, რომ პოლიტიკურმა კონფლიქტმა, რომელმაც მოიცვა ქვეყანა, საზოგადოება შეაწუხა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ პოლიტიკური სტაბილურობა სწრაფად იქნას მიღწეული და ეს მოიცავს პარტიათაშორის თანამშრომლობას", - განაცხადა ისმაილ საბრი იაკობმა.

ახალი პრემიერი მალაიზიის მონარქმა რამდენიმე დღის წინ დაასახელა - ისმაილ საბრი იაკობმა ამ პოსტზე მუიდინ იასინი შეცვალა. მონარქის თქმით, მის გადაწყვეტილებას მალაიზიის საკანონდმებლო ორგანოს 220 წევრიდან 114-მა დაუჭირა მხარი. 


close დახურვა