logo
ENG



500 კვ.მ. მიწა, კვიცი, ნაბადი და სახელობის მწვერვალი - დუშეთის მერიის საჩუქარი ბექაურს

23 აგვ 202120:40
3 წუთის საკითხავი
 
500 კვ.მ. მიწა, კვიცი, ნაბადი და სახელობის მწვერვალი - დუშეთის მერიის საჩუქარი ბექაურს

დუშეთის მერიამ ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს რეგიონის სახელით 500 კვ.მ. მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი აჩუქა. 

ასევე, გუდამაყრის რწმუნებულის, მალხაზ წიკლაურის თქმით, ამიერიდან ერთ-ერთი მწვერვალი ბექაურის სახელობის იქნება. 

ოლიმპიური ჩემპიონი გუდამაყარში 22 აგვისტოს ჩავიდა. 

დუშეთის მერიის ცნობით, მას და მის მწვრთნელს, მოსახლეობასთან ერთად, გოდერძი ჩოხელის მუზეუმში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, გუდამაყრის რწმუნებულმა მალხაზ წიკლაურმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ბექაურმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორმა ლევან შერმადინმა უმასპინძლეს.

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ოქრო 28 ივლისს ტოკიოში მოიგო. ის 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს. 

ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ ბექაურს სახელმწიფოსგან გადაეცა 1 მილიონი ლარი.


close დახურვა