ყველა მონაცემით, ოცნების შეთითხნილი კვლევების გარდა, ხელისუფლება აგებს რეფერენდუმს. პირველ ტურში აგებს, მეორე ტურებია უმრავლეს ქალაქებში და მაჟორიტარულ ოლქებში. ესაა სიმართლე. კოვიდის მართვა/ვერმართვა, არჩევნების ჩატარება/გადადება მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასეა ყველა ქვეყანაში.
ხელისუფლებას არ ადარდებს ათასობით გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქე. ასევე, ცხადია, რომ აშკარა კონფლიქტია ეპიდემიოლოგებსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის. ოცნების გეგმაა, რაც უფრო შეშინდება ხალხი ნაკლებად მოვა არჩევნებზე, გააყალბოს და მერე ჩაკეტოს ქვეყანა. ოღონდ მანამდე ათასობით ადამიანი მოკვდება. ეს ცივსისხლიანი მკვლელების გეგმაა. დიახ, ღარიბაშვილი სწორედ ასეთია.