logo
ENG



თალიბანი ავღანეთის მოქალაქეებს აღარ აძლევს უფლებას, ქაბულის აეროპორტში მივიდნენ

24 აგვ 202117:38
3 წუთის საკითხავი
 
თალიბანი ავღანეთის მოქალაქეებს აღარ აძლევს უფლებას, ქაბულის აეროპორტში მივიდნენ

თალიბანი ავღანეთის მოქალაქეებს აღარ აძლევს უფლებას, რომ ქაბულის აეროპორტში მივიდნენ. როგორც დაჯგუფების პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა თქვა, ამის მიზეზი აეროპორტში არსებული ქაოსია.

გამართულ პრესკონფერენციაზე, მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აეროპორტში შეკრებილები სახლებში უნდა წავიდნენ და მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ აშშ ხალხს აეროპორტში იწვევს. 

"მივმართავთ ამერიკელებს, ნუ მოუწოდებთ ავღანელებს, რომ წავიდნენ... ჩვენ გვჭირდება მათი ნიჭი", - თქვა თალიბანის პრესსპიკერმა.

მუჯაჰიდმა დაამატა, რომ ავღანეთში კვლავ მუშაობს მედია, საავადმყოფოები, სკოლების, უნივერსიტეტები და ადგილობრივი მთავრობები.


close დახურვა