"ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს", - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არიან.
"ჩვენ როგორმე შევძლებთ რეფორმების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი", - თქვა ჟურნალისტებთან კალაძემ.
ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის. მისივე თქმით, სამივე ქვეყანას უამრავი პირობა აქვს შესასრულებელი:
"სამივე ქვეყანას აქვს პრობლემა სასამართლო სისტემასთან. ჩვენ მზად ვართ, ცვლილებაში დაგეხმაროთ, თუმცა სამუშაო უნდა შეასრულოთ თქვენ, თითოეულმა ამ სამი ქვეყნიდან. და ეს მძიმე სამუშაოა".