logo
ENG



პროკურატურა: 15 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო ცოლი მოკლა

26 აგვ 202117:48
3 წუთის საკითხავი
clock 2732
პროკურატურა: 15 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო ცოლი მოკლა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც სამტრედიაში გასული წლის დეკემბერში ცოლი მოკლა.

პროკურატურის განცხადებით, კაცმა ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით, დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა კაცი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ1" და "ვ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


close დახურვა