logo
ENG



"არასწორი დამოკიდებულება იყო" - კალაძე ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს

27 აგვ 202111:39
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერს კახა კალაძეს მიაჩნია, რომ ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებები შეურაცხმყოფელი იყო. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან თქვა, კერსტი კალიულაიდმა არასწორი დამოკიდებულება გამოიჩინა.

"ნამდვილად არასწორია ის დამოკიდებულება და განცხადებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. უამრავი რეფორმა, წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას ქმნის ჩვენს ხალხში, იმიტომ რომ უჩენს სკეპტიციზმს. ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი", - თქვა კალაძემ.

თბილისის მერს ჰკითხეს, აფუჭებს თუ არა მისი განცხადებები ურთიერთობას ესტონეთსა და საქართველოს შორის, რაზეც კალაძემ უპასუხა:

"ჰკითხეთ ესტონეთის პრეზიდენტს, აფუჭებს თუ არა... აუცილებლად უნდა დაუსვათ ეს კითხვა ესტონეთის პრეზიდენტს... თქვენ პირველები უნდა იყოთ იმიტომ, რომ ქართველები ხართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ, ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები, პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ...".

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის. მისივე თქმით, სამივე ქვეყანას უამრავი პირობა აქვს შესასრულებელი. 

საქართველოს მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადებაზე კი კალაძემ თქვა, რომ "ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს". 

 


close დახურვა