logo
ENG



ესტონეთში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

31 აგვ 202117:03
3 წუთის საკითხავი
clock 532
ესტონეთში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ალარ კარისი აირჩია. ის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ალარ კარისი ესტონეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორია.სხვადასხვა დროს ის ტარტუს უნივერსიტეტის რექტორი და გენერალური აუდიტორი იყო.

პარლამენტში მან 101-დან 72 ხმა მოიპოვა. კენჭისყრის დროს მას ორი მმართველი პარტია - ესტონეთის რეფორმების პარტია და ესტონეთის ცენტრისტული პარტია უჭერდნენ მხარს.

პირველ კენჭისყრაზე, ორშაბათს კარისმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. განმეორებით ხმის მიცემამდე კი მას ოპოზიციურ პარტიებთან ჰქონდა მოლაპარაკებები.


close დახურვა