logo
ENG



მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

09 სექ 202110:08
3 წუთის საკითხავი
clock 615

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მაშველებმა მწვერვალ უშბაზე უცხოეთის ორი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები უკვე მესტიაში გადაასვენეს და ტარდება შესაბამისი პროცედურები.

უწყების ცნობით, მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველები მწვერვალზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. 


close დახურვა