logo
ENG



ყვარელში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირია შეჭრილი - მას, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავს

09 სექ 202116:06
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი.

მას, სავარაუდოდ, 12 მძევალი ჰყავს. 

"თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მძარცველი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს. 

ფორმულას ინფორმაციით, შენობა რამდენიმე მძევალმა დატოვა. სავარაუდოდ, მათ შენობიდან გამოსვლა ფანჯრის მეშვეობით შეძლეს. 


close დახურვა